პენსიონერი დების დაყაჩაღებისა და ერთ-ერთი ქალის მკვლელობისთვის, ორი პირი დააკავეს

შსს-მ ბეჟაშვილის ცემის ფაქტზე საქმე აღძრა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976
წელს დაბადებული პ.დ. და 1986 წელს დაბადებული რ.მ. ყაჩაღობის,
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მარტვილის რაიონის სოფელ
ნაგვაზაოში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1942 წელს დაბადებული მ.ჩ.-სა და 1940
წელს დაბადებული ც.ჩ-ს სახლს, სახლიდან ფული და ოქროს სამკაულები გაიტაცეს
და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი ქალბატონი – მ.ჩ. შემთხვევის
დროს ადგილზე გარდაიცვალა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა გარდაცვალების
მიზეზის დასადგენად.

პოლიციამ, პ.დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება
მარიხუანა და გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ „აბრეზი“ ამოიღო. რ.მ.-ს
პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 9,0012 გრამი ნარკოტიკული საშუალება
მეტადონი.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რ.მ. დაკავებისას
ნარკოტიკული საშუალება მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ
მკვლელობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე
მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“
ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 236-მუხლის მე-2
ნაწილით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშიშსს-ს გენერალურმა ინსპექციამ 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაEl Al Israel Airlines“ საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის