,,პენსიონერები დასაქმდებიან ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას”

პენსიონერები დასაქმდებიან ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას და ახალგაზრდა ასაკის ადამიანებისთვის ნაკლებად მიმზიდველია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პენსიონერების დასაქმების შესახებ ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, კრიტიკა, რომელიც პენსინერების დასაქმების ინციატივას მოყვა, მიუღებელია.

„სანამ რაღაცის კრიტიკას ან შექებას დაიწყებს ვინმე, სანამ ხმალს ვიშიშვლებთ, მეორე ნაბიჯზე მაინც ჩაიხედოს ამა თუ იმ იდეის კონცეფციაში. პენსიონერები დასაქმდებიან ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას და საშუალოდ ახალგაზრდა ასაკის ადამიანებისთვის ნაკლებად მიმზიდველია. პენსიონერების დასაქმება არის ზოგადად ძალიან პრეცედენტული და მთელ რიგ ქვეყნებში, არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს პენსიონერების დასაქმებას ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას. პენსიონერებისთვის ეს უბრალოდ შანსის მიცემა კი არ არის, არამედ მათი რესურსის რაციონალური გამოყენების მცდელობაა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ეს არის კამერონის პროგრამა „მეორე ცხოვრება“, რომელშიც კონცეპტუალურად არის აღწერილი ეს ყველაფერი”, – განაცხაადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიკასპის მუნიციპალიტეტის 18 სოფლის გაზიფიცირება იგეგმება
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძე – “ცენტრისტების” რეგისტრაციიდან მოხსნა სწორი გადაწყვეტილებაა