პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს დეპუტატები დადებითად აფასებენ

პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს,რომელიც პირველი მოსმენით დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე განიხილეს დამიიღეს, დეპუტატები დადებითად აფასებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით,წარმოდგენილი ინიციატივები საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას ევროპისმოწინავე სისტემების გვერდით აყენებს. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვისევროპელი ექსპერტები სწორად აღნიშნავდნენ, რომ სასჯელაღსრულების სისტემა ქვეყანაშიადამიანის უფლებების დაცვის, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორია. მან წინახელისუფლების მმართველობის დროს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებულვითარებაზე ისაუბრა და არსებულთან თვალსაჩინო განსხვავებაზე მიუთითა. მისიშეფასებით, მაშინ, როცა 6 წლის წინ ყველა საუბრობდა სიკვდილ-სიცოცხლის შესახებსასჯელაღსრულების სისტემაში, დღეს მსჯელობა მიმდინარეობს ახალი ტექნოლოგიებისდანერგვაზე; ღია ტიპის დაწესებეულებების შექმნაზე, სადაც განათლება, დასაქმება დაშაბათ-კვირას სახლში წასვლაც კი არის შესაძლებელი; შინაპატიმრობის სერვისზე;ელექტრონულ მონიტორინგსა და წიგნებზე. მან სასჯელაღსრულების სამინისტროსხელმძღვანელობისა და გუნდის მიერ წლების მანძილზე გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა,რომლის შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში მოგვარდა გადატვირთულობისპრობლემა, გაუქმდა დაწესებულებები, რომელიც კრიტიკის საფუძველი იყო წამებისპრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშებში; აშენდა ახალი დაწესებულებები,რამდენიმე კი, კაპიტალურად გარემონტდა. „რაც მთავარია, გაუქმდა, დაინგრა ძველისასჯელაღსრულების მთავარი სიმბოლო ე.წ. კარანტინის ვიწრო საკნები, განხორციელდაპენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა და სწორედ კახიშვილის მინისტრობის პერიოდში,დაფიქსირდა სასჯელაღსრულების სისტემაში სიკვდიალიანობის ყველაზე დაბალიმაჩვენებელი. ათასობით პატიმარმა მიიღო იგივე სამედიციონო მომსახურება, რასაცმოქალაქეები სამოქალაქო კლინიკებში იღებენ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ და ხაზიგაუსვა პატიმართა C ჰეპატიტისა და ტუბერკულოს სამკურნალო პროგრამებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას განცხადებით,წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია.„ეს არის იმ რეფორმების გაგრძელება, რომლითაც შეგვიძლია ძალიან თამამად ვთქვათ,რომ მართლაც რევოლუციური გარდატეხა მოხდა სასჯელაღსრულების სისტემაში დაუმძიმესი რეალობა დაიძლია პირველივე ეტაპზე. ამ რეფორმას ყველა საერთაშორისოსტრუქტურა ეხმიანება“, – განაცხადა დეპუტატამა და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე იურიდიული კომიტეტის დასკვნა წარადგინა. ამასთან, მან აღნიშნა, რომსაკომიტეტო მოსმენაზე გამოთქმული რამდენიმე პრინციპული ხასიათის შენიშვნასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გაიზიარა, რაც ძალიანმნიშვნელოვანია. „ვაფასებ მზაობას იმისას, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო,მინისტრი და მისი გუნდი მზად არიან ყველაზე კომპრომისული და ჰუმანური მიდგომებიიყოს დანერგილი სისტემაში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა სოფიოკილაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ნაყოფიერი მუშაობის კარგიშედეგია, რაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მთლიანად,„ქართული ოცნების“ გუნდის მიერ 2012 წლის შემდეგ გრძელდება. „ეს არის ადამიანისუფლებების დაცვის მიმართულებით კიდევ ერთი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი,რასაც აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ამსტანდარტით, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით, ჩვენკიდევ უფრო ვუახლოვდებით ევროპულ ოჯახს, რომლისკენაც ვისწრაფვით.ვახორციელებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც არ არის ორიენტირებული ადამიანისჩაკეტვასა და იზოლაციაზე, როგორც ადრე იყო“, – აღნიშნა სოფიო კილაძემ. მისიშეფასებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორცსასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვას, ასევე, მთლიანადსაზოგადოებაში უსაფრთხოების განმტკიცებას და ადამიანის უფლებების დარღვევისპრევენციას.ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძემ წინახელისუფლების დროს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე დაპატიმართა რაოდენობაზე ისაუბრა. მისი თქმით, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტიჰუმანური და ლიბერალურია. დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული სასიკეთო ძვრებისშესახებ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გაიგოს, ფრაქცია „მწვანეები“ მხარს დაუჭერსსაკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს და შეეცდება, შესაძლებლობის ფარგლებში, თავისმხრივ, საზოგადოებას ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს. მან სასჯელაღსრულებისმინისტრსა და უწყების გუნდს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. უმრავლესობის დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეფასებით, წარმოდგენილი საკანონმდებლოცვლილებათა პაკეტი ადამიანის უფლებათა დაცვაზეა ორიენტირებული, რითაცგრძელდება ხელისუფლების ტენდენცია გადადგას ქმედითი ნაბიჯი ამ მიმართულებითქვეყანაში მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესებისთვის. მისი შეფასებით, წარმოდგენილიცვლილებებით საქართველო ლიდერი ქვეყანა ხდება რეგიონში და მოწინავე აღმოსავლეთევროპაში პატიმართა უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.

banner
წინა სტატიაშიეს უკვე არის ბელადომანია
შემდეგი სტატიასაკუთრებაში გადმოგვეცეს შპს ტელეკომპანია “საქართველო” – “რუსთავი 2”-ის თანამშრომლების შეთავაზება ძმებ ყარამანიშვილებს