პენიტენციურ დაწესებულებებში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხებზე ტრენინგები დაიწყო

გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის საკითხებზე ტრენინგები დაიწყო.
პირველადი სამედიცინო დახმარების თანამედროვე სტანდარტებზე ტრენინგები პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის, ანუ მომავალ ტრენერთა და არასამედიცინო პერსონალის მომზადებას ითვალისწინებს. მოცემულ ეტაპზე, ტრენერთა ტრენინგში პენიტენციური დაწესებულებების 15 ექიმი მონაწილეობს. პროგრამა პენიტენციური სისტემის სპეციფიკის გათვალისწინებითაა შემუშავებული.

კურსის დასრულების შემდეგ შერჩეული წარმატებული ტრენერები საქართველოს მასშტაბით პენიტენციურ სისტემაში მომუშავე არასამედიცინო პერსონალისთვის დაგეგმილ ტრენინგებში თანატრენერების სახით ჩაერთვებიან.

ტრენინგები ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის – „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” ფარგლებში ტარდება.

banner
წინა სტატიაშიორი ფოტო, რომელიც ობამასა და ტრამს შორის განსხვავებას ზუსტად აღწერს
შემდეგი სტატიაგია ლორთქიფანიძემ დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა