პეკინმა მილიარდელების რიცხვით ნიუ-იორკს გაასწრო

პეკინი მსოფლიოში პირველი ქალაქია, სადაც ყველაზე მეტი მილიარდელი ცხოვრობს – ამის შესახებ Associated Press-ი წერს დღეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთის დედაქალაქში 2015 წელს 100 მილიარდელი ცხოვრობდა, ნიუ-იორკში კი 95, ამასთანავე, გასულ წელს მილიარდელების რიცხვი პეკინში 32-ით გაიზარდა, მაშინ, როცა აშშ-ს ფინანსურ დედაქალაქში მხოლოდ მეოთხედით.
მილიარდელების რაოდენობით მესამე ადგილზე დგას მოსკოვი – 66 ადამიანი, მეოთხეზე – 64 მილიარდელით რეიტინგშია ჰონკონგი, მეხუტეზე კი – 50 მილიარდელით – შანხაი.

banner
წინა სტატიაშიამერიკელმა სენატორმა გუანტანამოს შესახებ ობამას გეგმა სანაგვეში მოისროლა
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმა