პეკინის გამზირი შესაძლოა, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ცალმხრივი გახდეს

პეკინის გამზირი შესაძლოა, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ცალმხრივი გახდეს.ეს განცხადება დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ, საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სადაც ის პეკინზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარეობს კვლევა, რის საფუძველზეც ქალაქის მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
„არ გამოვრიცხავთ, რომ იყოს ცალმხრივი მოძრაობა. ამასთან ერთად, ვმუშაობთ იმაზე, რომ გაკეთდეს ცალკე ავტობუსების ხაზი, სადაც ავტობუსი უფრო სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდება. ვმუშაობთ ასევე ველობილიკებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ უკვე მოვამზადეთ გამწვანების კომპონენტი და პეკინის გამზირზე მწვანე ნარგავები დაირგვება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშისვანეთში უკრაინის მოქალაქე დაჭრეს-დაკავებულია ერთი პიროვნება
შემდეგი სტატიათბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა