ფეხბურთში ვენესუელას ნაკრების წევრი თავში ტყვიის სროლით მოკლეს

ფეხბურთში ვენესუელას ახალგაზრდული ნაკრების ფიზიოთერაპევტი ხესუს გუაკარანი აფთიაქიდან გამოსვლისას თავში ტყვიის სროლით მოკლეს -ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ტრაგედია 11 აპრილს მოხდა. მკვლელმა გუაკარანის ნივთები ხელუხლებელი დატოვა და მოტოციკლეტით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ნაკრების თავდამსხმელმა სოლომონ რონდომ დაწერა: “ტკივილს და უსუსურობის გრძნობას ბადებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლე არაფერი ღირს. მადლობა, ყველაფრისთვის გუაკარან. ყოველთვის მემახსოვრება ის ბედნიერება, შენგან რომ მოდიოდა. ჩემი ღრმა თანაგრძნობა შენს ოჯახს” – დაწერა ფეხბურთელმა საკუთარ “ტვიტერზე”.

banner
წინა სტატიაშისენაკელი ქართლოს ოჩიგავა გრეპლინგში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
შემდეგი სტატიააშშ თურქეთს რუსულის სანაცვლოდ საკუთარ სარაკეტო კომპლექსს სთავაზობს