ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებული 7 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ფეხბურთის ფედერაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. მომდევნო პროცესი 30 ნოემბერს ჩატარდება, მანამდე კი დაკავებული შვიდი პირი სასამართლო დარბაზშივე გაათავისუფლეს. პროცესის გადადების მოტივი დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება გახდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხარეებმა საქმეზე უნდა წარადგინონ იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ჰქონდა თუ არა რაიმე სახის სამართალდარღვევას ადგილი.
ასევე ჩატარდა კიდევ ერთ-ერთი დაკავებულის გიორგი ჭელიძის სასამართლო პროცესი, რომელსაც თავად ჭელიძე არ ესწრებოდა. როგორც ცნობილია, ჭელიძე ფიზიკური დაზიანებების გამო ღუდუშაურის საავადმყოფოშია მოთავსებული.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე ქართული ავიაკომპანიებისთვის რუსეთის მიერ შესაძლო უვიზო რეჟიმის დაწესებაზე პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე – როგორ ხდება, რომ ყველა კრიტიკულ მომენტში კამერების ჩანაწერები ქრება?!