ფეხბურთის ფედერაციასთან, აქციის ექვსი მონაწილე დააკავეს

ფეხბურთის ფედერაციასთან “ქართველთა მარშის” აქციაზე სამართალდამცველებმა ექვსი პირი ადმინისტრაციული წესის დარღვევის გამო დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ”თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. აქციის მონაწილეებმა ფეხბურთის ფედერაციასთან ხელნაკეთი ბომბები ისროლეს, ასევე სამართალდამცავებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აქციის მონაწილეები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების მიმართ, რომლებსაც პოლიციელების მსგავსად ხელნაკეთი ასაფეთქებლები ესროლა. აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს ფეხბურთის ფედერაციასთან.
აქციის მონაწილეები გურამ კაშიას მხრიდან ლგბტ ადამიანების მიმართ მხარდაჭერას აპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ ნელ–ნელა ახდენს სამხედრო ძალების კონცენტრაციას რუსეთის საზღვართან
შემდეგი სტატიაზვიად სიჭინავა “ქართულ მარშს” 4 ნოემბერს აფხაზეთში იარაღით შესვლისკენ მოუწოდებს (ვიდეო)