ფეხბურთელმა გულშემატკივარს ქურთუკი აჩუქა, სადაც საქორწინო ბეჭედი ედო

ინგლისის კლუბ “ბოლტონის” ფეხბურთელმა მარკ ლიტლმა “ნოტინგემ ფორესტთან” მატჩის მოგების შემდეგ ერთ-ერთ გულშემატკივარს საკუთარი ქურთუკი აჩუქა და დაავიწყდა, რომ მასში საქორწინო ბეჭედი ედო – ფეხბურთელმა საკუთარ “ტვიტერ” ბლოგზე დაწერა. ლიტლმა სოციალური ქსელის მეშვეობით გულშემატკივარს სთხოვა საფულისა და ბეჭდის დაბრუნება. რამდენიმე საათის შემდეგ ფანმა მას დაუბრუნა დავიწყებული ნივთები – ამის შესახებაც ფეხბურთელმა დაწერა.
გუნდებს შორის შეხვედრა 6 მაისს გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინიდან რუსი რეპორტიორები გააძევეს
შემდეგი სტატიათეთრმა სახლმა ირანის წინააღმდეგ სანქციების მომზადებაზე გააკეთა განცხადება