ფეხბურთელების ათი ყველაზე უცნაური ჩვევა და ცრურწმენა

ყველა არ აღიარებს, მაგრამ ფეხბურთელების დიდ ნაწილს გარკვეული ცრურწმენები და მინიშნები აქვთ, რომელიც, პრაქტკულად მათი კარიერის ნაწილი გახდა. შესაძლებელია, არ დაიჯეროთ, რომ რიტუალები მართლაც რაღაც გავლენას ახდენენ ფეხბურთელების თამაშზე, მაგრამ თავად ფეხბურთელებს ამისი სჯერათ. “ბიბისი” რამდენიმე ფეხბურთელის უჩვეულო ჩვევაზე მოგვითხრობს.

მცირეოდენი რუსული კლასიკა თამაშამდე

ჯენარო გატუზო ახსოვთ არა მხოლოდ “მილანში” მისი წარმატებული წელიწადის გამო, არამედ, 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატში თამაშისას, მისი წყალობით, იტალიის ნაკრებმა გამარჯვება შეძლო.
მატჩამდე გატუზო ყოველთვის კითხულობდა რუსული ლიტერატურის კლასიკოსს თეოდორ დოსტოევსკის. უცნობია, ამას რატომ აკეთებდა, მაგრამ საბოლოოდ, ეს გატუზოს განუყოფელი რიტუალი გახდა. ფეხბურთელის თქმით, მას ჰქონდა ისეთი ჩვევები, რომლის გაკეთება მსოფლიო ჩემპიონატზე მისთვის ადვილი არ ყოფილა. “ყოველდღე ერთსადაიმავე სვიტერს ვიცმევდი, ოფლის მდინარე მომდიოდა და საშინელის განწყობა მქონდა, რომ ამ სვიტერს ვერ ვიხდიდი” – ყვება გატუზო. “ცრურწმენით ვიყავი შეპყრობილი. მაგალითად, ჩეხეთთან თამაშამდე ჩემოდანი ჩავალაგე წაგების შემთხვევისთვის, შემდეგ კი ამას ყოველი თამაშის წინ ვაკეთებდი ტურნირის ბოლომდე” – ამბობს ფეხბურთელი.

ყოველთვის მარჯვენა ფეხით

რონალდო ორჯერ გახდა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონი, გარდა ამისა, მას უამრავი ჯილდო აქვს და ბრაზილიის ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ვარსკვლავად ითვლება.
მისი ერთ-ერთი რიტუალი იყო სათამაშო მოედანზე ყოველთვის მარჯვენა ფეხის დადგმა. იგივე ჩვევა ჰქონდა მის თანამემამულეს რობერტო კარლოსს.
“ისევე, როგორც ყველა ფეხბურთელი, მეც ცრუმორწმუნე ვარ – მოედანზე ყოველთვის მარჯვენა ფეხით შევდივარ. ასევე, ვცდილობ დავიცვა გარკვეული რიტუალები და გავიმეორო ის მოქმედებები, რომელმაც გასულ თამაშებში წარმატება მომიტანეს” – 2016 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ყვებოდა რონალდო.

ჯადოსნური სახვევი
რადგანაც საუბარი მარჯვენა ფეხზე წავიდა, ღირს გავიხსენოთ ხუან კარლოს პერალტუ, რომელიც ჩილეს კლუბ “კოლო-კოლოში” თამაშობდა და რომელმაც 1991 წელს ლიბერტადორესის თასი მოიგო.
“ჩემი ერთ-ერთი უცნაურობა მდგომარეობს იმაში, რომ მარჯვენა ფეხს ვიხვევ. ეს ტრავმის გამო არ არის. უბრალოდ, როცა ეს გავაკეთე ერთხელ, მაშინ მოვიგე, ამიტომ, ასე ვაგრძელებ” – La Cuarta-თან ინტერვიუში ამბობდა.
მისი თანამემამულე ივან სამორანო, თავის მხრივ, მარჯვენა მაჯასთან თეთრ სახვევს იკეთებდა. ამ ჩვევას საფუძველი ჩაუყარა იმავე ადგილზე ნაქონმა ტრავმამ. ხელშეხვეულმა ფეხბურთელმა სამი გოლი გაიტანა და ასე გადაწყვიტა თამაშის გაგრძელება.

გადაცმული წინდები

იკერ კასილიასი – 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და ერთ დროს მადრიდის “რეალის” მთავარი მოთამაშე, რომელიც ახლა “პორტუ”-ში თამაშობს. “ესპანელი მეკარე ერთ-ერთი ყველაზე ცრუმორწმუნე მოთამაშეა. ის მაისურს მკლავებს აჭრის და წინდად იცმევს” – ესპანური პორტალი Marca წერდა. გარდა ამისა, ყოველ ჯერზე, როცა მის გუნდს გოლი გააქვს, კასილიასი კარებში ბრუნდება, ხტება და კარის ზედა მარჯვენა ნაწილს მარჯვენა ხელს ურტყამს.

სიმღერა განწყობისთვის

ყველა გულშემატკივარს ახსოვს ლორან ბლანის ლიდერული თვისებები, ზიდენინ ზიდანის ნიჭი, ფაბიენ ბარტეზის მოხერხებულობა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რამაც საფრანგეთის ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.
საფრანგეთის გუნდი თამაშამდე, გასახდელში ყოველთვის უსმენდა ერთსადაიმავე სიმღერას – I Will Survive.
გლორია გეინორის 1978 წლის ჰიტი 20 წლის შემდეგ დაბრუნდა ვენსან კანდელის წყალობით, რომელიც დაცვაში თამაშობდა და რომელიც მას გასახდელში უსმენდა. ჯამში, მუსიკა ფრანგული გუნდის ჰიმნივით გახდა.

ლურჯი ტრუსი

ლეგენდარული კოლუმბიელი მეკარის რენე იგატის ლურჯ ტრუსებზე უკვე მთელმა მსოფლიომ იცის. მისი თქმით, ყველაფერი მკითხავიდან დაიწყო. “80-იანების ბოლოს “ატლეტიკო ნაციონალი” ვერ უგებდა “მილიონარიოს”. მე და კარლოს პერეა მკითხავთან წავედით. მკითხავმა თქვა, რომ ჩვენ დაგვწყევლეს და გამოგვიგზავნა ქამრები და ლურჯი ტრუსები ყველა მოთამაშისთვის. საბოლოოდ, ჩვენ გავიმარჯვეთ” – ყვება ფეხბურთელი.

ტუალეტი მარჯვნივ

გერმანული ფეხბურთის “სუპერ მარიო”, ანუ, მარიო გომესი. ფიფას საიტზე წერია, რომ მას უცნაური ჩვევა აქვს – ფეხბურთელი გასახდელში ყველაზე მარჯვენივ მდებარე ტუალეტით სარგებლობს.
არგენტინის ყოფილ მეკარეს ტუალეტთან დაკავშირებით უფრო რთული რიტუალები აქვს. ყველაფერი 1990 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო, სადაც მეოთხედფინალში იუგოსლავიის ნაკრებს ეთამაშებოდა. რადგანაც მეკარეს პენალტების დროს იმის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ გასახდელში წასულიყო ტუალეტისთვის, ის მოედანზევე ფსამდა. მაშინ არგენტინამ მოიგო მატჩი. მეკარემ იგივე გაიმეორა პენალტების სერიაში იტალიის ნაკრებთან და არგენტინამ ისევ გაიმარჯვა.

სტაბილურობა ოსტატობის მაჩვენებელია
ჯონ ტერი. მას ინგლისურ ფეხბურთში თავის თაობაში საუკეთესო მცველს უწოდებენ. “ავტობუსში ყოველთვის ერთსადაიმავე ადგილას ვიჯექი, წინდებს ყოველთვის სამჯერ ვახვევდი საწებელა ქაღალდს, სტადიონამდე გზაში ერთსადაიმავე დისკს ვუსმენდი, მანქანას ერთსადაიმავე ადგილზე ვაყენებდი სტადიონ სტემფორდ ბრიჯთან” – ფიფას საიტზე წერია. ფეხბურთელი, ასევე ახსენებს ტუალეტს, რომ ათ წელზე მეტი ხნის მანძლზე ის სტემფორდ ბრიჯის ყველაზე მარჯვნივ მდებარე პისუარს იყენებდა.

ბოლოს გამოდის
ფეხბურთის ინგლისელი ლეგენდა ბობი მური გასახდელიდან ყველაზე ბოლოს გამოდიოდა – ის შორტებს იცმევდა ყველაზე ბოლოს, რომ არ დაეჭმუჭნა. მისი თანამემამულე პოლ ინსიც (საბედნიეროდ, ისინი ერთად არ თამაშობდნენ) ყველაზე ბოლოს გამოდიოდა გასახდელიდან, შემდეგ მირბოდა მოედანზე და თან გზაში იცმევდა მაისურს.
კოტ-დ’ივუარელ კოლო ტურეც გასახდელიდან ყველაზე ბოლოს ცდილობდა გამოსვლას. 2009 წელს ჩემპიონთა ლიგაში “არსენალში” თამაშის დროს, ფეხბურთელი ელოდებოდა როდის აღმოუჩენდნენ დახმარებას მის თანაგულდელს ვილიამ გალასს, რომელმაც ზურგის მსუბუქი ტრავმა მიიღო. კოლო ტურეს გასახდელი არ დაუტოვებია მეორე ტაიმის დაწების დროსაც. ჯამში, “არსენალი” რამდენიმე წუთის მანძილზე ცხრა მოთამაშით იყო მოედანზე. საბოლოოდ, როცა ტურე მოედანზე გამოვიდა, მან ყვითელი ბარათი მიიღო მოედანზე ნებართვის გარეშე გამოსვლისთვის.

არანაირი ზედმეტი გოლი

ინგლისის ნაკრების მოთამაშე ჰარი ლინეკერს ვარჯიშის პერიოდში კარებში გოლი არ გაავქს. ის თვლის, რომ ეს თამაშისას მის სანსებს შეამცირებს. იგივენაირად იქცეოდა მექსიკსი ნაკრების ლეგენდა და “რეალ მადრიდის” მოტამაშე უჰო სანჩესი – ის ამბობდა, რომ არ სურს გოლების გაფლანგვა.

 

banner
წინა სტატიაშიკანადელმა ყოფილ შეყვარებულს კარიერის დანგრევის გამო სასამართლო მოუგო
შემდეგი სტატია,,ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე პირის მიერაა მოკლული, გამოყენებულია რამდენიმე იარაღი”