„ფეისბუქმა“ უსაფრთხოების შემოწმების ფუნქცია მთელ მსოფლიოში გაააქტიურა

facebook-inc-news-feedსოციალურმა ქსელმა „ფეისბუქი“ მთელი მსოფლიოს მომხმარებლებს შეტყობინება გაუგზავნა Safety Check -ის ფუნქვიის გააქტიურების შესახებ – ეს არის ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაიგოთ თქვენი მეგობარი, რომელიც ტერაქტის ან კატასტროფის ზონაში აღმოჩნდა, არის თუ არა დაცულად.
კომპანიაში განაცხადეს, რომ Safety Check -ის ფუნქცია შემთხვევით ჩართეს იმათთვის, რომლებიც პაკისტანიდან შორს იმყოფებიან. ამასთანავე, შეტყობინება რამდენმა ადამიანმა მიიღო ზუსტად, არ ვრცელდება.
„ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც პაკისტანში არ არის, მაგრამ შეტყობინება მიიღო. ხარვეზების გამოსასწორებლად ვმუშაობთ“ – განაცხადა „ფეისბუქმა“.

banner
წინა სტატიაშიყველაზე მძიმე ცხოვრებაში საკუთარი შვილის დაკარგვაა
შემდეგი სტატია(video)უკან პოლიტიკაში? – პირველი კომენტარი პრემიერ-მინისტრობის შემდეგ “იმედის დროში”