„ფეისბუქმა“ 2016 წლის პირველ კვარტალში მოგება გაასამმაგა

ცუკენბერგი შვილს ელოდება

კომპანია Facebook-მა მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მისმა მოგებამ 195% შეადგინა. ამ პერიოდის მანძილზე სრულმა მოგებამ 1,5 მილიარდი დოლარი აჩვენა – გასული წლის იმავე პერიოდში მოგება 512 მილიონი იყო.
ასეთი მატება დაკავშირებულია Facebook-ზე რეკლამების მატებასთან, რამაც დაახლოებით 5,2 დოლარი შეადგინა.
კვარტალის მანძილზე გაყიდვებმა Facebook-ზე დაახლოებით 5,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 52%-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს. მსოფლიოში მსხვილმა სოციალურმა ქსელმა, ასევე აქტიური მომხმარებლების 15%-ით მატება დააფიქსირა გასულ წელთან შეადერით. ეს მაჩვენებელი ახლა 1,65 მილიარდი ადამიანია.
ამ მოხსენების გამოქვეყნებისთანავე კომპანიის აქციები 9%-ით გაიზარდა.
„ჩვენ წლის დიდებული დასაწყისი გვქონდა“ – განაცხადა „ფეისბუქის“ დამფუძნელელმა მარკ ცუკენბერგმა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის განცხადება ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გასული ჰომოფობიური სიუჟეტის გამო
შემდეგი სტატიადავით საყვარელიძე პარტიის შექმნას აანონსებს