Pegasus Airlines-ის რუკაზე აფხაზეთის ტერიტორია ცალკე სახელმწიფოდ აღარ არის დატანილი. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს და დასძინეს, რომ კომპანიამ შეცდომა გამოასწორა. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.
რამდენიმე დღი წინ თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა საკუთარ რუკაზე აფხაზეთი საქართველოდან გამოყო. ავიაკომპანიის ვებგვერდის რუკაზე, რომელზეც ფრენის მიმართულებებია აღნიშნული, აფხაზეთი ცალკე ქვეყნად იყო გამოყოფილი.