პედსაბჭოს ფუნქციები იზრდება

პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები იზრდება. საბჭოს ფუნქციებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორის არჩევის უფლებამოსილება ემატება.
განათლების სისტემაში დანერგილი ტერმინი – “ფასილიტატორი” სპეციალური მომზადებისა და ცოდნის მქონე ადამიანს ნიშნავს, რომელიც სხვა მასწავლებელს ეხმარება და ცდილობს, მათ თავისი გამოცდილება გადასცეს.
ცვლილება, რომელიც “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შედის, დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ინიციატორმა ნუკრი ქანთარიამ წარადგინა.
მისი თქმით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი ან მენტორი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მისი არსებობის შემთხვევაში. მას აირჩევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური საბჭო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით.
“ასეთი სამართლებრივი აქტი უკვე გამოცემულია და კანონში ამ ცვლილების შეტანის შემდეგ ფასილიტატორის არჩევა კანონის საფუძველზე განხორციელდება”, – განმარტა ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიანინო სურგულაძეს იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადაეცა