პედოფილიაში ბრალდებულ რუს მღვდელს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

პრიოზორსკის საქალაქო სასამართლომ რუსი მღვდელი პედოფილიაში დამნაშავედ ცნო და 14 წლით პატიმრობა მიუსჯა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერფაქსი” ავრცელებს.

როგორც სასამართლომ დაადგინა, მღვდელი გლებ გროზოვსკიმ სამი არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. დანაშაული მან ლადოგის ტბაში მდებარე კუნძულ კონევეცსა და ბერძნულ კუნძულ კოსზემდებარე მართლმადიდებლურ ბანაკებში 2009-2013 წლებში ჩაიდინა.

2013 წელს ის ეკლესიიდან მოკვეთეს და გროზოვსკი წლების განმავლობაში ისრაელში იმალებოდა. 2016 წელს ის რუსეთს გადასცეს. მღვდლის საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. თავად გროზოვსკი ბრალს არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშიგორში ბაგა-ბაღი გაქურდეს
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე : ჩვენ მივიღებთ კიდევ უფრო გაუარესებულ ვითარებას