ფედერიკა მოგერინი: რუსეთსა და თურქეთს შორის “ცხელი ომის” დაწყების რისკი არსებობს

news
: news თებერვალი 25, 2016 17:01

ფედერიკა მოგერინი: რუსეთსა და თურქეთს შორის “ცხელი ომის” დაწყების რისკი არსებობს

საგარეო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი მიიჩნევს, რომ არსებობს რუსეთსა და თურქეთს შორის “ცხელი ომის” დაწყების საფრთხე. ამის შესახებ ფედერიკა მოგერინიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამართული დებატების დროს განაცხადა.

“ჩვენ მუდამ განვიხილავთ სირიას როგორც სხვის მიერ დაწყებულ ომს რეგიონულ მოთამაშეებს შორის. ეს წარმოშობს პრობლემის გაზრდის საფრთხეს. მე არ ვფიქრობ “ცივ ომზე”. არა, ჩვენ ვართ სხვადასხვა მონაწილეს შორის “ცხელი ომის” დზწყების რისკის წინაშე. არ არის აუცელებელი, რომ ის იყოს რუსეთსა და აშშ-ს შორის, მაგრამ შესაძლოა, იყოს რუსეთსა და თურქეთს შორის. ჩვენ, ევროპელები დაინტერსებულები უნდა ვიყოთ დაძაბულობის კლებაში”, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

news
: news თებერვალი 25, 2016 17:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics