ფედერიკა მოგერინი: ქალებისა და მამაკაცებისთვის ერთი და იგივე უფლების მინიჭება ამდიდრებს ჩვენს საზოგადოებას

გენდერული თანასწორობა არ არის მხოლოდ მორალური ვალდებულება ან სოციალური სტატუსი. ქალებისა და მამაკაცებისთვის ერთი და იგივე უფლების მინიჭება ამდიდრებს ჩვენს საზოგადოებას , – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ სასტუმრო “რედისონში” განაცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია – “გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში” იმართება.

“ამ დარბაზში ძალიან ბევრი ქალბატონია, მაგრამ, ასევე, ძალიან ბევრი მამაკაცია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმის გამო, რომ გვჯერა გენდერული თანასწორობის და გვჯერა, შეიცვლება სიტუაცია. გენდრული თანასწორობა არ არის მხოლოდ მორალური ვალდებულება ან სოციალური სტატუსი. ქალებისთვის და კაცებისთვის ერთი და იგივე უფლების მინიჭება, ეს არის ზუსტად ის საკითხი, რაც ამდიდრებს ჩვენს საზოგადოებას და რაც კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის. ეს არის განვითარების საკითხი. როცა ქალი ძლიერია ძალიან ბევრ სარგებელს ნახულობს ამით საზოგადოება. ეკონომიკური და სოციალური ბარიერების დაძლევა უფრო მარტივდება, როდესაც ქალი ძლიერია და ის აღიარებულია საზოგადოების თანასწორ მოქალაქედ. ეს არის ჩვენი საზოგადოების მდგრადობის ნაწილი. ამისათვის ევროკავშირი მუშაობს ქალთა და გოგონათა უფლებებზე, როგორც მის მთავარ მიზნებზე”, – განაცხადა მოგერინიმ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც საბოლოოდ უნდა დაამარცხოს ქალთა დისკრიმინაცია
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: დედა ნამდვილად დედაა, ცოლი ნამდვილად ცოლია, თანამშრომელი ნამდვილად თანამშრომელია – მე ამას ვადასტურებ