ფედერიკა მოგერინი: ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილია ბოლო ნაბიჯი

ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაწყებისთანავე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ძალიან მნიშველოვანია არა მხოლოდ საქრთველოს მოქალაქეებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, -ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა – “ამიტომ ჩვენ ერთ მხარეს ვართ”.

როგორც მოგერინიმ აღნიშნა, საქართველომ არაჩვეულებრივად იმუშავა ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად.

“პრემიერ-მინისტრი და მე ვმუშაობთ ამ საკითხზე ევროკავშირში ჩვენს კოლეგებთან. საქართველომ არაჩვეულებრივად იმუშავა ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესზე ნეგატიურ გავლენას ვერაფერს მოახდენს. კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, რადგან ახლა პროცესის დასრულება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ხელშია. საქმე ეხება არა გადაწყვეტილების მიღებას, არამედ პროცედურის დასრულებას. ეს არ ეხება პოლიტკურ ნებას ან საქართველოს, ეს ეხება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურის დარულებას ევროკავშირში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მალე მოხდება. მე პროცესის დაწყვბისთანავე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილია ბოლო ნაბიჯი”,-აღნიშნა ფედრიკა მოგერინიმ.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის დელეგაციას შეხვდა
შემდეგი სტატიასაკრებულოს დეპუტატები გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტით დაინტერესდნენ