პავლე კუბლაშვილი : ბურჭულაძე იტყუება და პოლიტიკაში ფინანსების გამო მოდის

პარტია გირჩის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პავლე კუბლაშვილი, პაატა ბურჭულაძესთან ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის შესახებ რაიმე ტიპის საუბარს უარყოფს და ამბობს, რომ ბურჭულაძე “თავის გადასარჩენად იტყუება“.

ამის შესახებ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ პაატა ბურჭულაძის ერთადერთი ინტერესი პოლიტიკაში მოსვლისა ფინანსებია.

„ბევრი რამე შეიძლება, მოიგონოს პაატა ბურჭულაძემ, მაგრამ მემგონი, თვითონაც კი შერცხვა ეთქვა, რომ რაიმე მსგავსი საუბარი გვქონდა. არანაირი საუბარი არასდროს, არც დღეს, არც მანამდე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით არ გვქონია. შესაბამისად, როგორც ჩანს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ფიქრობს, რა მოიტყუოს, რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები თავისი პარტიის წევრების მიმართ, რომლებიც რაიონებში აგიტაციას ეწევიან მისი პარტიის სასარგებლოდ და მას აბსოლუტურად არ აინტერესებს ამ ადამიანების ბედი. მას აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ხელფასი, მხოლოდ საკუთარი ფინანსები. ის პოლიტიკაში მოდის ფინანსებისთვის. ბევრი სხვადასხვა ჭორი მსმენია, მათ შორის მთავარი ჭორი იყო, რომ ნაციონალები გაერთიანდნენ ბურჭულაძესთანო და მიშა სააკაშვილის პროექტიაო, სხვები იძახიან რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტიაო. მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაც ჭორაობაა, რომელსაც არ უნდა ავყვეთ. გამოჩნდება, ვინ სად და როგორ არის,“ – აცხადებს პავლე კუბლაშვილი, რომელმაც აქვე ბოდიში მოუხადა საკუთარ ამომრჩეველს, რადგან არსებული გაუგებრობის გამო, ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.

banner
წინა სტატიაში(video) მე ბიძინა ივანიშვილისნაირი არ მინდა ვიყო
შემდეგი სტატიაკაცო, მე პარტია გირჩთან და ვაშაძესთან გაერთიანების გამო დავტოვე