ფატუ ბენსუდა: ძალიან დროული შეხვედრა იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან

მიუნხენში ქართული დელეგაცია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, შევხდა.

45-წუთიანი შეხვედრის შემდეგ ფატუ ბენსუდამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ბენსუდა აცხადებს, რომ ქართულ დელეგაციას სამოქმედო გეგმა გააცნო. ასევე, მისივე თქმით, საგამოძიებო ჯგუფი საქართველოში აპირებს ჩამოსვლას. ფატუ ბენსუდას გაბნმარტებით, მათ რუსულ მხარესაც შესთავაზე კომუნიაკაცია, თუმცა ამ დორმდე მათგან პასუხი არ მიუღიათ.

„ძალიან დროული შეხვედრა იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც მივიღეთ დასტური, გამოძიების ჩატარების შესახებ. შეხვედრაზე გავაცანი ჩვენი სამუშოა გეგმა და მივიღე სრული მხარდაჭერა საგამოძიებო პროცესში. ჩვენ ვთხოვეთ შეხვედრა რუსულ დელეგაციასაც, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. თუ იქნება დასტური და დრო, ჩვენ გევქნება შეხვედრა. რაც შეეხება ჩვენს გეგმას, გამოძიების ფარგლებში ჩვენი გუნდი ჩავა რეგიონში გამოძიების ჩასატარებლად,“ – აცხადებს ფატუ ბენსუდა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი მედვედევი: ნატო-ს პოლიტიკური ხაზი რუსეთთან მიმართებაში ისევ არამეგობრული და დახურულია
შემდეგი სტატიაასკანის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია დაეხმარება