პატრუშევი: რუსეთის საგარეო პოლიტიკა შეტევითი უნდა გახდეს

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის ნიკოლაი პატრუშევის აზრით, რუსეთის საგარეო პოლიტიკა შეტევითი უნდა გახდეს.

უშიშროების საბჭოს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პატრუშევმა განაცხადა, რომ ,,აშშ-ს მხრიდან რუსეთის მიმართ პოლიტიკის ცვლილებასტან დაკავშირებით, რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების მიმართ მუქარები იზრდება და ეს ყველაფერი საჭიროებს დამატებით ზომებს მათი ნეიტრალიზაციისთვის,,

პატრუშევის რუსეთის ამჟამინდელ მთავარ ამოცანად ,,საგარეო პოლიტიკაში შეტევითი კურსის გაძლიერება და ქვეყნის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი თავდაცვითუნარიანობის საკმარისად უზრუნველყოფა,, დაასახელა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ეს კარგი ნიუსია მთელი მსოფლიოსათვის
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლმებზე