”პატრიოტთა ალიანსმა” ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

„პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
ინაშვილის გუნდი ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს.
საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, სხდომა ხვალ, 11:00 საათზეა ჩანიშნული.

პატრიოტთა ალიანსი, 6-ის ნაცვლად, პარლამენტში 8 მანდატს მოითხოვს.

პარტიაში თვლიან, რომ არჩევნებში მიღებული ხმებით 6 მანდატზე მეტი ეკუთვნით. ოპოზიციური საპარლამენტო პარტია საგამოძიებო კომისიის შექმნასაც მოითხოვს და საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივარსაც შეიტანს.

banner
წინა სტატიაშინარმანიას თქმით, შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება
შემდეგი სტატიაერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება