„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები საავადმყოფოში გადაიყვანეს

დღეს ჩვენს მხარდამჭერებზე, რომლებიც შიმშილობენ გორში ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდში, იყო ზეწოლა და დაშინების ფაქტები, პირდაპირი მნიშვნელობით, თუმცა ისინი ამას არ დაემორჩილნენ. ხსენებულ ქალაქებში მოშიმშილეებს საშუალებას არ აძლევდნენ გაემართათ თავშესაფარი, რადგან ცუდი ამინდის გამო გაუსაძლისი პირობები შეიქმნ¬ა. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, მიაქციოს ყურადღება ამ რეგიონების სამმართველოების საქმიანობას. ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას. ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა, შეიცვალოს საარჩევნო გარემო ქვეყანაში. მშვიდობიანი და სამართლიანია ჩვენი პროტესტი. არ ვაპირებთ ამ აქციების შეწყვეტას. პირიქით, ვაპირებთ გაფართოვებას და უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდება. ამიტომ პოლიციას ვთხოვ, შეასრულოს მისი უმთავრესი ფუნქცია – დაიცვას მოშიმშილე ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება.¬ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ პროტესტის რადიკალური ფორმა – შიმშილობა შეწყვიტოს და მშვიდ გარემოსა და სამართლებრივ ჩარჩოებში, პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში გააგრძელოს ოპონირება, ირმა ინაშვილმა რამდენიმე წუთში სოციალური ქსელით გასცა პასუხი. მანამდე კი მან

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შიმშილობის გამო გული წაუვიდათ. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი ადა მარშანიაც.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები, მათ შორის პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი რამდენიმე დღეა შიმშილობენ. ისინი თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომას, ასევე საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია: ტერაქტები შეიძლება მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე
შემდეგი სტატიაოზურგეთის საკრებულოს დეპუტატსა და რწმუნებულს პატიმრობა მიესაჯათ