“პატრიოტთა ალიანსის” სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში – ოპოზიციური პარტია კობახიძის აცილებას ითხოვს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „პატრიოტთა ალიანსის“ შუამდგომლობა მოსამართლე მანანა კობახიძის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ განაცხადა, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის ლევან ჩხეიძის მოთხოვნაში დასაბუთებული არგუმენტები არ იყო, შესაბამისად, მანანა კობახიძე სასამართლო პროცესს დაესწრება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო “პატრიოტთა ალიანსის” სარჩელს განიხილავს, რომელიც „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“125-ე მუხლის მე-8 პუნქტს ეხება. პარტიის წარმომადგენელმა ლევან ჩხეიძემ მოსამართლე მანანა კობახიძის აცილება მოითხოვა. მისი თქმით, კობახიძე კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი იყო და დღეს ობიექტური ვერ იქნება.

“ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია ვაკრიტიკებდით არჩევნების შედეგების შეჯამებას და სადაოც გავხადეთ სასამართლოში. მანანა კობახიძემ ამ ქმედებებს არაფრისმომცემი დისკუსია უწოდა. აქედან ჩანს მისი დამოკუდებულება სადაო ნორმასთან დაკავშირებით. მანანა კობახიძემ პარლამენტში ყოფნისას ხმა მისცა საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას, სადაც ჩვენი უფლებების დარღვევა მოხდა და ოთხი მანდატი დავკარგეთ. თუ კი ქალბატონი მანანა კობახიძე ჩვენს სარჩელს განიხილავს, მისმა წარსულში გაკეთებულმა პოლიტიკურმა განცხადებებმა შესაძლოა სასამართლო საქმიანობაში ხელი შეუშალოს”, -აცხადებს ლევან ჩხეიძე.

საარჩევნო კოდექსის“125-ე მუხლის მე-8 პუნქტი ითვალისწინებს შეზღუდვას მცირემანდატიანი პარტიისათვის არ მიიღონ მონაწილეობა გაუნაწილებელი მანდატების განაწილებაში. “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა დისკრიმინაციულია, რადგან “პატრიოტთა ალიანსმა” 5%-იანი ბარიერი გადალახა და შესაბამისად, დარჩენილი 14 მანდატი ამ პარტიაზეც უნდა გადანაწილებულიყო.

banner
წინა სტატიაშიმედვედევმა დაწერა რას აკეთებდა მასობრივი საპროტესტო აქციის დროს
შემდეგი სტატიალე პენი ევროკავშირის დაშლას წინასწარმეტყველებს