ირმა ინაშვილი პარლამენტში უმრავლესობით შესვლას დამოუკიდებლად გეგმავს

news
: news მარტი 3, 2016 21:44

ირმა ინაშვილი პარლამენტში უმრავლესობით შესვლას დამოუკიდებლად გეგმავს

მნიშვნელოვანი

  • იგი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ მზადაა, ითანამშრომლოს სხვა პოლიტიკურ ძალებთან, „ვინც შეძლებს, დაძლიოს ვიწროპარტიული და ჯგუფური ინტერესები“.

სხვა სტატიები

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტში უმრავლესობით შესვლას დამოუკიდებლად გეგმავს.

იგი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ მზადაა, ითანამშრომლოს სხვა პოლიტიკურ ძალებთან, „ვინც შეძლებს, დაძლიოს ვიწროპარტიული და ჯგუფური ინტერესები“.

„უნდა დასრულდეს პოლიტიკური სპექტრის დაყოფა, დახარისხება, იარლიყების მიკერების მახინჯი ტენდენცია, რასაც საფუძველი სააკაშვილმა ჩაუყარა და შესანიშნავად განავითარა და აიტაცა თავდაცვის მინისტრმა, მთლიანად, „რესპუბლიკურმა პარტიამ“. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს პრო-პრო დამთავრდეს და საქართველოს ინტერესების დასაცავად გავერთიანდეთ.

არავითარ გაწევრიანებაზე არ მიდის ლაპარაკი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია და ვაპირებთ დამოუკიდებლად მონაწილეობას არჩევნებში. მე ვარ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი, ვამაყობ ამით და ვიზრუნებ იმისათვის, რომ ჩვენი პარტია უმრავლესობით შევიდეს პარლამენტში“, – განაცხადა ინაშვილმა.

news
: news მარტი 3, 2016 21:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


17,292
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics