“პატრიოტთა ალიანსი” საკონსტიტუციო კომისიის მიერ მათი წინადადებების იგნორირების შემთხვევაში შიმშილობას დაიწყებს

ადა მარშანიას თქმით, თუკი მმართველი გუნდი საკონსტიტუციო კომისიაში მათ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, „პატიოტთა ალიანსი“ შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავს.

„უაღრესად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია კონსტიტუციაზე მუშაობა. ვხედავთ, რომ მმართველ პარტიას და ძალას ეს ნაკლებად ესმის. მივმართავთ პროტესტის ყველანაირ ფორმას იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფო კონსტიტუცია და არა „ქართული ოცნების“ კონსტიტუცია. უფრო მეტი პასუხსიმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. თუ დავინახეთ, რომ ადამიანური საუბარი არ ჭრის ამ გამოჩენილ პოლიტიკურ ძალასთან, მაშინ პროტესტის სხვა ფორმებს შეიძლება მივმართოთ, მათ შორის შიმშილობასაც,“ – განაცხადა ადა მარშანიამ.

banner
წინა სტატიაში“ადამიანის უფლებათა დაცვის მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუცია”-საერთაშორისო კონფერენცია მარგველაშვილმა გახსნა
შემდეგი სტატია(video) რუსული მხარე შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის სამძებრო სამუშაოების ამსახველ კადრებს ავრცელებს