პატრიოტთა ალიანსი პრეზიდენტისგან განმარტებებს ითხოვს

კახა კუკავა - „ოცნება“, „ნაციონალები“ და პროკურორები თავიანთ მრავალმილიონიან აგარაკებზე უნდა გავაგზავნოთ

პატრიოტთა ალიანსი პრეზიდენტს არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებაში ადანაშაულებს. კახა კუკავას თქმით, მოქმედი კანონმდებლობა აძლევდა მარგველაშვილს უფლებას, რომ რეფერენდუმი დაენიშნა.

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი განმარტებებს პირადად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა და მისი მრჩეველისგან ითხოვს.

რაც შეეხება საპროტესტო აქციას, მასთან მიერთების საკითხი ალიანსში არ განიხილება. კახა კუკავას თქმით, ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ ოპოზიციის მობილიზება ქართული ოცნების ინტერესებშია.

banner
წინა სტატიაშიგამოგონილი ტერმინით, კონსტიტუციური გადატრიალება თუ რევოლუცია, სასამართლოს დისკრედიტაციას ცდილობენ
შემდეგი სტატიამორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის სამკურნალოდ თბილისის მერიამ 80 000 ლარი, ჯანდაცვის სამინისტრომ კი 20 000 დოლარი გამოყო