“პატრიოტთა ალიანსი” ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან ერთიანდება

“პატრიოტთა ალიანსი” ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან ერთიანდება და საარჩევნოდ 6 პარტიისგან შემდგარ ბლოკს წარადგენს.
ამის შესახებ განცხადება “პატრიოტთა ალიანსის” ოფისში ცოტა ხნის წინ გაკეთდა. საარჩევნო ბლოკის სახელწოდება “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიციაა” და მასში შემდეგი პარტიები არიან გაერთიანებული: “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, კახა კუკავას პარტია “თავისუფალი საქართველო” , კონსტანტინე გამსახურდიას პარტია “თავისუფლება”, აკაკი ასათიანის -“საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი”, გოჩა ჯოჯუას “ახალი ქრისტიან-დემოკრატები” და გია ბერძენიძე – “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”.

“პატრიოტთა ალიანსიში” აცხადებენ, რომ სხვა პარტიებთან კონსულტაციისთვის მზად არიან, გარდა “ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან ასოცირებული პარტიებისა.

ახალი საარჩევნო ბლოკი დარწმუნებულია, რომ ისინი 8 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვებს.

banner
წინა სტატიაშითბილისს ახალი ზოოპარკი დაახლოებით, 3-4 წელიწადში ექნება
შემდეგი სტატიაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა ვინაობა ცნობილია