„პატრიოტთა ალიანსი“ აფხაზეთთან დაკავშირებით ვიცე-სპიკერისა და ვიცე-პრემიერის პოსტების შემოღებას ითხოვს

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერატში სოხუმისა და ცხინვალისთვის კვოტის გამოყოფას ითხოვს.

როგორც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ფრაქციის წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა, მისი ფრაქცია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის შექმნას მიმდინარე კვირას ითხოვს.

„ეს საკითხი ყოველ მიზეზგარეშე უნდა განვიხილოთ. გვინდა, რომ საგარეო მიმართულების მსგავსად, დოკუმენტი მომზადებული იყოს სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებაზე. ასევე, ვიცე-პრემიერის თანამდებობის შემოღებას ვითხოვთ და ამ პროცესში ჩართული აფხაზეთის მთავრობა უნდა იყოს. აუცილებელია, პარლამენტში აფხაზეთიდან ვიცე-სპიკერი გაჩნდეს, რადგან საკანონმდებლო ორგანოდან, ჩვენივე ხელიდან სოხუმისა და ცხინვალის რეგიონი განვდევნეთ. ბოკერიას კარგად ახსოვს, როგორ მოხდა ის, რომ პარლამენტიდან მთელი დელეგაცია იქნა განდევნილი“, – განაცხადა მარშანიამ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საქველმოქმედო გალაკონცერტის მონაწილეებს უმასპინძლეს
შემდეგი სტატიარუხაძე მესტროშია – ტეევზიაში რეორგანიზაცია დაიწყება