„პატრიარქს მარკირება არ გავუკეთეთ, რადგან მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ“ – საარცევნო კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. პატრიარქისთვის მარკირება არ გაუკეთებიათ, ამან კი სხვადასხვა განცხადებები გამოიწვია.

მომხდარის მიზეზს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს:

“მე როგორც ვიცი პატრიარქი არც ერთ არჩევნებზე მარკირებას არ იკეთებს. ჩვენ გვქონდა დაცვასთან შეთანხმება, რომ შევთავაზებდით და ამ შემთხვევაში მას თუ ექნებოდა სურვილი გავუკეთებდით მარკირებას. თუმცა არ გავუკეთეთ, რადგან მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და პატივისცემა გაგვაჩნია და გამოვხატეთ ამით. არ დავაძალეთ და ვენდეთ. მე გამოვაცხადე, რომ პატრიარქი სანამ მოვა, მე მაცნობებს დაცვა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე რომ არ ყოფილიყო შეყოვნება, ამიტომ ორი წუთით ადრე გავამზადებინე საარჩევნო ბიულეტენები“, – აცხადებს ნინა ლიპარტია.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში 41-ე უბანზე ერთი ზედმეტი ბეჭედი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაასპინაძაში ცაბაძის მხარდასაჭერად მორაგბეები ჩავიდნენ