პატრიარქმა საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა

პატრიარქმა სვეტიცხოვლის საკატედრო ტაძრიდან მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა. ილიამ მეორემ სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა.

„წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს, სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც შეისმენს სულიწმინდის კარნახსა და აი ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ტაძარში, სადაც სულიწმინდა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანებათა აღმავსებელი, მადლი სულისა წმინდისა, უხილავად მოქმედებს ჩვენს ზედა.

გილოცავთ დღევანდელს დღეს, სვეტიცხოვლობას. მადლი ყოვლად წმინდისა სულისა, სიყვარული ღვთისა და მამისა და ძისა და სულიწმინდისა, იყოს ჩვენზე, საქართველოზე, მთელს მსოფლიოზე. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

სვეტიცხოველში საზეიმო წირვას საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დაესწრნენ.

დღეს სვეტიცხოვლობაა. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. დღესვე მართლმადიდებელი ეკლესია მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ხსენების დღესაც აღნიშნავს.

banner
წინა სტატიაშიკალაძემ და მისმა მეუღლემ ლიკა ქავჟარაძის ოჯახს მიუსამძიმრეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : საქართველოს მინდა ვუსურვო ჩვენი პატრიარქის კიდევ დიდხანს მეუფება