პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ზურაბ ბუჩუკური, თანამდებობიდან გაათავისუფლეს

პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ზურაბ ბუჩუკური, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა “რუსთავი2”-ს განუცხადა, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბუჩუკური საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს.

როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში განმარტავენ, ზურაბ ბუჩუკური სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რიგებში დარჩება.

რატომ გაათავისუფლეს პოსტიდან ზურაბ ბუჩუკური და ვინ დაიცავს დღეიდან პატრიარქის უსაფრთხოებას, ჯერჯერობით, უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბუჩუკურის გათავისუფლების მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ ზურაბ ბუჩუკური ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას სულიერი შვილია

ზურაბ ბუჩუკურამდე პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურს სოსო ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაში,,ძვრფას ჯიპზე საუბარი – მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაა,,
შემდეგი სტატია(video) ედიშერ ქარჩავა: მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის “მოკვდინებაში” სულიერ მკვლელობას გულისხმობს