პატრიარქის სიცოცხლით ისპეკულირეს – ბოკერია

საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიგა ბოკერიას განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე, ადგილი ჰქონდა პატრიარქის სიცოცხლით სპეკულირებას, რასაც ბოკერიას შეფასებით, “ქართული ოცნება” ოპოზიციაში ყოფნის დროსაც აკეთებდა და ახლაც იგივეს აგრძელებს.

“კიდევ უფრო უტიფრად გვეუბნებიან, რომ რაც გვითხრეს, თურმე, ეს ასე არ იყო. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, როგორი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც არანაირი სტანდარტი არ გააჩნია და ყველაფერზე წამსვლელია”, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქის შესაძლო მოწმვლის მცდელობის და ე.წ. ციანიდის სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით, გაზეთმა “რეზონანსმა” დღეს ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის მკვლელობა არ იგეგმებოდა.გაზეთ “რეზონანსთან” საუბარში მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის, ან სხვა რომელიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა არ იგეგმებოდა.

banner
წინა სტატიაში„ეს არის სიბეცე და უცოდინრობა“ – ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა
შემდეგი სტატია“არც მუქარა ყოფილა და არც დაცვის სამსახური მოსულა” – დეკანოზ გიორგი მამალაძის მამა