ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას მეუფე პეტრემ მოიყვანა მაგალითი, სადაც შორენა თეთრუაშვილმა ერთ-ერთ ბიზნესმენს უთხრა, რომ პატრიარქის კურთხევა საქმის მხოლოდ 30 პროცენტია:
„ჯერკიდევ ყაზბეგში მოღვაწეობის დროს, რიგი ადამიანებისა, ბიზნესმენები, საერო პირები მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ რატომ აქვს ამ ქალს ასეთი ძალაუფლებაო. ერთ მაგალითს მოვიყვან, ეს მოხდა დაახლოებით 10 წლის წინ, ერთ-ერთი ბიზნესმენი პატრიარქთან მივიდა, რაღაც საქმეზე მივიდა და კურთხევა სთხოვა, როდესაც გამოვიდა, კარებთან ქალბატონი დახვდა და როდესაც გამოხატა აღფრთოვანება კურთხევისთვის, ქალბატონმა უთხრა, რომ ეს არის საქმის მხოლოდ 30 პროცენტი და ჩაიყვანა მეორე სართულზე, დანარჩენს ჩვენ გადავწყვეტთო, ეს 10 წლის წინ და ახლა რომ კითხო, შესაძლოა ხმამაღლა აღარ თქვას, მაგრამ 5-10 პროცენტს იგულისმებს ალბათ“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
https://youtu.be/dHcKROneM5E