პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საპატრიატრქო განცხადებას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამკურნალოდ კვლავ გერმანიაში რჩება.

ინფორმაცია ამის შესახებ საპატრიარქოს ვებგვერდზე ვრცელდება. პატრიარქის პირადი ექიმის ცისანა შარტავას განმარტებით, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს, უტარდება სპეციალური გამოკვლებები, რის შემდეგაც გადაწყდება მისი მკურნალობის ტაქტიკა როგორი იქნება.

,,საქართველოს პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, კლინიკაშია. მიმდინარეობს ამ ეტაპოსათვის საჭირო მკურნალობა და აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტურუმენტული გამოკვლევები, რისი დასრულების შემდეგაც, სპეციალისტები შეჯერდებიან მკურნალობის გაგრძელების ტაქტიკაზე“ – განაცხადა ცისანა შატრავამ.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბერლინში სამკურნალოდ ხუთშაბათს გაემგზავრა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიამოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურა გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს