პატრიარქის ექიმი: ამ დროის მონაცემებით, ყველაფერი კარგადაა – უწმინდესი თავს საუკეთესოდ გრძნობს

HELIOS Klinikum Berlin-Buch-ის ექიმის მარტინ სტრიკის განცხადებით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მისი თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესი ილია მეორეს, კლინიკიდან 20 თებერვალს გაწერენ.

„პატრიარქის მდგომარეობა დადებითია. ის თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება. ამ დროის მონაცემებით, ყველაფერი კარგად არის. უწმინდესი თავს საუკეთესოდ გრძნობს“, – განაცხადა სტრიკმა.

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.

პატრიარქს ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე, ლაპაროსკოპიული მეთოდით, ბერლინში ჩაუტარდა.

banner
წინა სტატიაშიგორის მინიზოოპარკში ბავშვებმა დათვს პირში თოვლის გუნდა ჩაუგდეს
შემდეგი სტატიათურქეთში ტერაქტს 3 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა