პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში დღეს შვიდგზის ზეთისცხებას შეასრულებს

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 18:00 საათზე, შვიდგზის ზეთისცხება შესრულდება.  საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შვიდგზის ზეთისცხებას ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეასრულებს.

შვიდგზის ზეთისცხების დროს მსახურებაზე ტაძრებში სასულიერო პირები შვიდჯერ კითხულობენ წმინდა სახარებიდან ადგილებს, კერძოდ, იმის შესახებ, თუ როგორ განკურნა ქრისტემ სნეულები და დავრდომილები.

მსახურების ბოლოს ტაძარში შეკრებილებს სასულიერო პირები შვიდ სხვადასხვა ადგილზე ზეთს უცხებენ. ზეთისცხება შეუძლია იმ პირებს, რომელთაც ნათქვამი აქვთ აღსარება და წმინდა ზიარება აქვთ მიღებული.

banner
წინა სტატიაშიბოტანიკური ბაღის დირექტორსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატია“ეს გაცვლა ძალიან მომგებიანი და სასარგებლოა”- ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის განცხადება