სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტების წერილზე, სადაც ისინი წერენ, რომ მღვდლების სამჭედლოში სტუდენტებს სცემენ, მონურ ფსიქიკას უვითარებენ და შეურაცხყოფას აყენებენ, კომენტარი პატრიარქის მოსაყდრემ გააკეთა.
მეუფე შიომ განმარტა, რომ პატრიარქისთვის ცნობილია 14 პუნქტიანი წერილის შესახებ და ის იზიარებს აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრების საპასუხო წერილის პათოსს, რომ ფაქტები, რომელზეც საუბარია, ყოფილი სტუდენტების წერილში სიმართლეს არ შეესაბამება.
მეუფე აცხადებს, რომ საბჭო შედგება ავტორიტეტული მეცნიერებისგან, რომლებიც არიან თვითმხილველები სემინარიაში მიმდინარე პროცესებისა და თავად მოსაყდრეც იზიარებს მათ პოზიციას.
„პატრიარქი ამ მოვლენას იცნობს, როგორც იცით, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წერილი იყო, რომელიც შედგება პატივცემული და დიდი მეცნიერებისგან, ეს წერილი ჩვენთვის ძალიან საგულისხმოა. პატრიარქისთვის საგულისხმოა ასეთი ავტორიტეტული ადმიანების დასკვნა. საბჭოს წევრების არიან თვითმხილველები და ისინი ამბობენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება,“- განაცხადა მეუფე შიომ.