პატრიარქი : ლოცვა, რომელიც დღეს წარმოვთქვით, სასწაულს მოახდენს

დღეს გადაწყდა ბედი საქართველოსი, ვერავითარი ხილული და უხილავი მტერი ვერაფერს დააკლებს საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, ქადაგებისას ბრძანა.

ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა დასრულდა. წირვის ბოლოს უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და ღვთისმშობლობა მიულოცა.

უწმინდესის თქმით, საქართველომ დღეს შეასრულა ღვთისმშობლისადმი ლოცვა, რომელიც უწმინდესის თქმით, სასწაულს მოახდენს.

„ყველას გილოცავთ შობას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ღვთისმშობლობას, დიდუბობას. ეს წმინდა ტაძარი ის ადგილია, სადაც მრავალი ადამიანი მიდიოდა ფეხით, ფეხშიშველა და მიდიოდა რწმენით, რათა მიეღოთ თხოვნა და ღებულობდა მას. და აი, დღეს ჩვენ, მთელმა საქართველომ შეასრულა ღვთისმშობლისადმი ლოცვა და მე ვფიქრობ, ეს ლოცვა გააკეთებს სასწაულს. დღეს გადაწყდა ბედი საქართველოსი. ვერავითარი ხილული და უხილავი მტერი ვერაფერს დააკლებს საქართველოს მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთიმშობელისა. შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თქვენ და სრულიად საქართველოს“, – ბრძანა უწმინდესმა.

ამასთან, პარტიარქმა დეკანოზი ირაკლი ოთხმეზური გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და კიდევ ერთხელ მიმართა ტაძარში შეკრებილებს სამჯერ ეთქვათ ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი „მოწყალებისა კარი განგვიღე“. პატრიარქმა კიდევ ერთხელ დალოცა მრევლი და უსურვა მას, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შეისმინოს მათი ლოცვები.

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით 12:00 საათზე ტაძარში პატრიარქმა მრევლთან ერთად სამჯერ წარმოთქვა „მოწყალებისა კარი განგვიღე“ და მრევლს შეახსენა, რომ მთელ საქართველოში ეს ლოცვა ყველა მორწმუნეს უნდა ეთქვა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი „ჰეროკრატიაზე“ – პირველ-ორ სერიას ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა – ცუდად გახდა, მე კი ცრემლების გარეშე ვერ მოვუყევი
შემდეგი სტატიასსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კორპორაცია „მაიკროსოფტის“ პროექტებისთვის სერვისის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა