პატრიარქი: ყოველ ადამიანს სახლში დიდი აიაზმა უნდა ჰქონდეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დიდ აიაზმაში წყალი აკურთხა.

პატრიარქმა ლიტურგიის შემდეგ, მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს დიდი აიაზმა სახლში უნდა ჰქონდეს და შვილებს, ოჯახებს, ეზო-კარს უნდა ასხურონ.

„ვმადლობთ უფალს, რომ უფლის წყალობა იცავს საქართველოს. დღეს ჩვენ ვაკურთხეთ წმინდა წყალი. ყოველ ოჯახს, ყოველ ადამიანს სახლში ეს დიდი აიაზმა უნდა ჰქონდეს. ეს არის უდიდესი სიწმინდე. თქვენ უნდა ასხუროთ თქვენს შვილებს, თქვენს ოჯახებს, თქვენს ეზო-კარს და მადლი ღვთისა მუდამ იქნება თქვენთან”, – განაცხადა მისმა უწმინდესობამ ქადაგების დროს.

დღესვე, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 770-ზე მეტი ბავშვი გახდება.

banner
წინა სტატიაში“გაზპრომის” ხელშეკრულება – ძიძიგურის აზრით, მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა
შემდეგი სტატიაჯგუფური ყაჩაღობა-დაკავებულია ორი პირი