პატრიარქი 7 იანვარს საშობაო ლიტურგიას სამების ტაძარში ჩაატარებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 7 იანვარს, საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ჩაატარებს.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების ტაძარში ღამისთევის მსახურება არ გაიმართება. საშობაო ლოცვა კი 6 იანვარს, 18:00 საათზე დაიწყება.

საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის ცისანა შარტავას განცხადებით, ამ ეტაპზე, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უწმინდესის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ექიმის თქმით, ილია მეორე 7 იანვარს, საშობაო მსახურებაზე დასწრებას შეძლებს.

პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დროებით გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიჩემი და გიგი უგულავას პოზიციები პარტიის მომავალთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვევა
შემდეგი სტატიათურქეთის მთავრობამ სტამბოლის ტერაქტში ეჭვმიტანილის კავშირები დაადგინა