პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივნის მოვალეობას მერაბიშვილის ნაცვლად, მელია შეასრულებს

სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, დელეგატები და ყრილობაზე მიწვეული სტუმრები იკრიბებიან.

როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა,
პარტიის წესდებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა.

მისივე ინფორმაციით, ვიდრე პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ციხეში იქნება, მის მოვალეობას აღნიშნულ თანამდებობაზე ნიკა მელია შეასრულებს.

„პარტიის წესდებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. ტრადიციული სამდივნოები, პარტიული სტრუქტურები უქმდება. ცალკეული მიმართულებები შეიცვლება. მოხდება პროექტების დაფინანსება და ამ პროექტების მენეჯერები პარტიულ საქმიანობას მართავენ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელია იქნება წარდგენილი.

დღევანდელ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მისი ორი მოადგილე აირჩევა.

„ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეშვიდე ყრილობაზე 7136 დელეგატი და 3000-მდე სტუმარია მიწვეული.

banner
წინა სტატიაში“რაზე უნდა ვიდებატოთ? იმაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს გაზი? “- გია ვოლსკი
შემდეგი სტატიანინო კალანდაძე: ყველაფერი არის ძალიან ცუდად მოგონილი ჭორი