პატიმრის გიგა ფარტენაძის მკვლელობის გამო 3 პირი სასამართლომ დამნაშავედ სცნო

მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის მკვლელობაში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო სამი პიროვნება. სასამართლო განხილვა დღეს დასრულდა. ორ მათგანს 11 წლით, მესამე ბრალდებულს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ფარტენაძე 2014 წლის მარტში ე.წ. გეგუთის კოლონიაში ცემეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. მკვლელობის საქმეზე სამივე გასამართლებული ამავე ციხის პატიმარია.

ფარტენაძის ოჯახის წევრები ციხის ადმინისტრაციისა და ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ბარამიძე: სისტემურ დანაშაულს ადგილი აღარ აქვს
შემდეგი სტატია“ორგანიზებული დანაშაულის ლიდერები – ე.წ. კანონიერი ქურდები და მაყურებლები აცოცხლებენ არაფორმალურ იერარქიულ წყობას ციხეებში”