,,პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციული უფლებაა და სახელმწიფო საკუთარ ფუნქციას ვერავის გადასცემს”

news
: news დეკემბერი 6, 2015 12:35

,,პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციული უფლებაა და სახელმწიფო საკუთარ ფუნქციას ვერავის გადასცემს”

მნიშვნელოვანი

  • "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციული უფლებაა და სახელმწიფო საკუთარ ფუნქციას ვერავის გადასცემს.

სხვა სტატიები

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციული უფლებაა და სახელმწიფო საკუთარ ფუნქციას ვერავის გადასცემს.
ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ მსგავსი ტიპის საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოში არ განხორციელდება.
“საქართველოში, რომელიც არის სეკულარული ქვეყანა, სადაც ხელისუფლება არის ხალხის ხელში, ასეთი ინიციატივის განხორციელება წარმოუდგენლად მიმაჩნია. ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, ჩემი ღრმა რწმენით, სწორი არ არის და ის ვერ განხორციელდება. წინადადება ჰუმანურია, ადამიანურია, მესმის პატრიარქის სურვილი, მე თვითონ ყოფილი პატიმარი ვარ, მაგრამ სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერავის გადასცემს, რადგან ეს არ შეიძლება სხვა ორგანიზაციის საქმე იყოს. პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა”, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პატიმართა შეწყალება პატრიარქის უფლება უნდა იყოს. გუშინვე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტსა და პარლამენტს აღნიშნული წინადადების განხილვის ინიციატივით მიმართა.

news
: news დეკემბერი 6, 2015 12:35

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,792
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics