პატარა ბიჭივით იყო ატუზული მაგიდის გვერდით – მიხეილ სააკაშვილი გიორგი კვირიკაშვილის თეთრ სახლში ვიზიტზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი არჩევანის ეთერში რუსეთის ოკუპაციასა და სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბრობს.

მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, რომ 2008 წელს რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმა აშშ-ის აქტიურობამ შეაჩერა.  

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს რუსეთის აგრესიის შეჩერების მექანიზმებზე საუბრობს. სააკაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ საზოგადოება, ჯარი და ხელუსუფლება მაშინ მოწოდების სიმაღლეზე დადგა, რუსეთს ფართომასშტაბიანი იერიშის შეწყვეტა დედაქალაქზე აშშ-სა და საერთაშორისო თანამეგობრობის განცხადებებმა აიძულა.

“მინდა შევახსენო ყველას, ეს თითქოს ელემენტარულია, მაგრამ როგორც ჩანს ზოგიერთ ადამიანს ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს. რამ შეაჩერა 2008 წელს 100 000 – იანი რუსული არმია, იქ იმყოფებოდა ალბათ 2 000 ტანკი, 200 თვითმფრინავი თბილისის მისადგომებთან. რაც უპირველესი იყო, განსაკუთრებით პირველ დღეებში ქართული არმიის გმირული წინააღმდეგობისა, გარდა იმისა, რომ ქართული სახელმწიფო არ ჩამოიშალა და საქართველოს მთავრობა მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ თვითონ ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეიკრა, რა თქმა უნდა იყვნენ მოღალატეები რომლებიც ვირთხებივით ხვრელებში მიიმალნენ. ამიტომ მათ იმ მომენტში გავლენა არ ჰქონდათ, მთავარი რამაც შეაჩერა ეს იყო აშშ-ს ჩარევა, ის რომ ამერიკელებმა თურქეთში გადმოაფრინეს თვითმფრინავი და რუმინეთში, მეექვსე ფლოტი დაიძრა საქართველოსკენ და პრეზიდენტმა ბუშმა ჰუმანიტარული ოპერაცია გამოაცხადა, პირველად 10 წლეულების განმავლობაში. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში რუსეთმა დედაქალაქზე იერიში შეწყვიტა”- განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენ მოვახდინეთ მაშინ სასწაული და, რა თქმა უნდა, ეს მოხდა საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მობილიზაციის პირობებში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები მოიხმო მაგალითად, როდესაც მნიშვნელოვან გამოსვლებში დონალდ ტრამპი საქართველოს არ ახსენებს. მან ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის დონზე საქართველოს პრობლემატიკის დასმა ვერ მოახერხეს. მან ასევე ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ პრემიერი კვირიკაშვილი “სწორედ პატარა ბიჭივით იყო ატუზული მაგიდის გვერდით, სადღაც. ატუზული ასე პატრა ბიჭივით და ამერიკის პრეზიდენტი ელაპარაკებოდა და ეს უხაროდათ, რომ ერთი წუთით დაიყენა მაგიდის გვერდზე სურათის გადასაღებად,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიპატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი მოსკოვში დიპლომატიური შეცდომაა
შემდეგი სტატიარატომ უყვირა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ ბუშს