“პასუხისმგებელია ახლანდელი გენერალური დირექტორი, რადგან ქაოსი მისი მოსვლის შემდეგ დაიწყო” – კორძაია

“ვითარება ძალიან ქაოტურია და ამ ქაოტურობაზე პირველ რიგში პასუხისმგებელია ახლანდელი გენერალური დირექტორი, რადგან ეს ქაოსი მისი მოსვლის შემდეგ დაიწყო და რა თქმა უნდა, სამეურვეო საბჭო რომელმაც ის აირჩია“, – აცხაებს “რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. კორძაიას განცხადებით, მოსახლეობას საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით უნდა ესაუბროს გენერალური დირექტორი და არა მისი მრჩევლები:

„სამწუხაროდ, ქალბატონ ია ანთაძეს, რომელიც გენერალური დირექტორის მრჩეველია, უწევს ყველაფერზე პასუხის გაცემა. ის ამბობს, რომ ამით კანონს არ დაარღვევენ. არც ერთი არგუმენტი, რომ მხოლოდ „მოამბის“ გაშვებით კანონი არ დაირღვევა, მას არ წარმოუდგენია“, – განაცხადა თამარ კორძაიამ. თამარ კორძაია გამოეხმაურა „პირველი არხის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერაქტივს, სადაც დასმულია შეკითხვა უნდა არსებობდეს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი. „ძალიან სამწუხაროა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი თუნდაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მისი არსებობის საჭიროებას.

banner
წინა სტატიაშიგვჭირდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი?! – დიახ, გვჭირდება
შემდეგი სტატიაშემოთავაზებული კანონი ახალს არაფერს გვთავაზობს, ეს არის სახელების გადარქმევა- სამადაშვილი