„პასუხი გაცემულია და სპეკუალციები უნდა დამთავრდეს“ – ხიდაშელი რესპუბლიკელი მინისტრების შესაძლო გადადგომაზე

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის განცხადებით, გასაგებია, თუ რატომ არ ენდობა ირმა ინაშვილი ქართველ ჯარისკაცებს

სპეკულაციები ამ თემაზე უნდა დამთავრდეს – ეს განცხადება თინა ხიდაშელმა არჩევნებთან დაკავშირებით მისი და რესპუბლიკელი მინისტრების თანამდებობიდან შესაძლო გადადგომაზე დასმულ შეკითხვაზე გასცა.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ის რჩება თანამდებობაზე და მისი შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი კვირიკაშვილმა პასუხი უკვე გასცა.

„ამ კითხვას საქართველოს პრემიერმინისტრმა სულ რამდენიმე დღის წინ ამომწურავად გასცა პასუხი, წერტილი დაუსვა. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ საქართველოს მოსახლეობასთან, თქვენ მაყურებელთან მუდმივად ამაზე ლაპარაკი. მე აღარ ვაპირებ ამაზე საუბარს იმიტომ, რომ პასუხი გაცემულია, ყველაფერი ნათელია და სპეკულაციები უნდა დამთავრდეს“, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა” ღმერთს შესთხოვა, “უჩა ნანუაშვილს გონება გაუნათოს”
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის ოფისში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ ბრალდებებს უარყოფენ