პასუხი ციხიდან – მამა გიორგი მამალაძე ადასტურებს, რომ სკანდალურ წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ პატრიარქს ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის ბრალდებით დაკავებული მამა გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ გუშინ რუსთავი2-ის ეთერში გახმაურებულ სკანდალურ წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ ის წერილებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს 2015 წლიდან უგზავნიდა.

რუსთავი2 -მა წერილის ავთენტურობის დადგენის მიზნით ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატს თხოვნით მიმართა, პატიმართან შეხვედრის დროს დაესვა კითხვა მისთვის, ჰქონდა თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ნამდვილად გაგზავნილი მსგავსი შინაარსის წერილი პატრიარქისთვის.

ადვოკატმა გიორგი მამალაძემ რუსთავი2-ს განუცხადა, რომ დღეს შეხვდა პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს და წერილის შესახებ ჰკითხა. ადვოკატის ინფორმაციით, წერილის სრულ შინაარსს, რომელიც რუსთავი2-მა გაახმაურა, ის ვერ გაეცნო, თუმცა დაადასტურა, რომ წერილში მოყვანილი ფაქტების შესახებ მან პატრიარქის ინფორმირება რამდენჯერმე მოახდინა.

უფრო მეტიც, დეკანოზი გიორგი მამალაძე ამბობს, რომ უფრო მწვავე შინაარსის წერილები აქვს პატრიარქისთვის გაგზავნილი, სადაც საპატრიარქოს ქონების დატაცების შესახებ არის საუბარი.

ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმერიასთან, აქციის დროს დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ
შემდეგი სტატია(Video) დაკავებული დეკანოზი ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვს – მამა გიორგი ბრალს არ აღიარებს