“პასუხების გაცემის ნაცვლად, კითხვები უფრო გამრავლდა” – ანა ნაცვლიშვილი ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იმდენად ბევრი კითხვაა დაგროვილი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად მიადევნებს ამ საქმეს თვალს.

“ამ ძალიან ტრაგიკული საქმის შესახებ ინფორმირებული ვიყავით მედიის საშუალებით, მაგრამ სურვილი გვქონდა, რომ უშუალოდ შევხვედროდით დაზარალებულებს და მათ წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ყველა დეტალი და ყველა ინფორმაცია მათგან მოგვესმინა. ამ საქმეს თავიდანვე ჰქონდა არაერთი კითხვის ნიშანი და გამოძიების გაგრძელებასთან ერთად პასუხების გაცემის ნაცვლად, კითხვები უფრო გამრავლდა. მართლმსაჯულების სისტემა იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად არსებობს, რომლებიც საზოგადოებასა და დაზარალებულებში ჩნდება. იმდენად ბევრი კითხვაა დაგროვილი, რომ ჩვენ ამ საქმეს ძალიან აქტიურად მივადევნებთ თვალს, შევხვდებით ყველა ჩართულ მხარეს და მოვისმენთ ყველა მოსაზრებას”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე ნაცვლიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხვალ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდებიან.

banner
წინა სტატიაში“ტრანსპორტის გაძვირების საკითხს არ განვიხილავთ” – თბილისის მერია
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე : მე ვარ მარიხუანას მომხმარებელი 16-17 წლიდან, იმ პერიოდში, როცა ინტენსიურად მოვიხმარდი, სამი დიპლომი მაქვს აღებული